„როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“ - პატიორტული ღონისძიება ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში 
29-05-2026

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

III კლასში ეროვნულმა სულმა იზეიმა. 

მე-3 კლასელებმა, პედაგოგ ნათია ჯულაყიძის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამართეს ღონისძიება - „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ, კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისუფლებისთვის განვლილი რთული გზა და ის მნიშვნელოვანი მოვლენები და წინაპართა თავგანწირვა, რამაც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მოგვიყვანა. სიამაყით აღნიშნეს ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ერს აერთიანებს. 

ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი 

„მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის დირექციას, კოლეგებს!

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს! ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მუსიკალური გაფორმებისთვის ნინო ლომჯარიას, ქორეოგრაფიულ ნაწილში დახმარებისთვის კი ემზარ სანიკიძეს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203