ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა თაობათა შეხვედრა - მე-12 კლასელებისგან ესტაფეტა პირველკლასელებმა გადაიბარეს.
ეს დღე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: