„პოეზია ფინჯან ჩაისთან“ - ორიგინალური ლიტერატურული ღონისძიება ზემოხეთის საჯარო სკოლაში
28-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო - „პოეზია ფინჯან ჩაისთან“ - გაიმართა.

ფინჯან ჩაისთან, თბილ და მყუდრო გარემოში მოსწავლეებმა ქართველი პოეტების ცნობილი და  ლექსები წაიკითხეს.  გაჟღერდა გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ანა კალანდაძისა და სხვა ქართველი პოეტების შემოქმედება. 

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სიტყვის სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.

ფინჯან ჩაისთან, მაგიდის გარშემო წარმართული ღონისძიება პოეზიისა და ხელოვნების ნამდვილ ზეიმად იქცა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ირმა სანიკიძე, რომელიც ღონისძიების მონაწილეებსა და მხარმაჭერებს დიდ მადლობას უხდის. 

„მადლობა, მეგობრებო, მოსწავლეებო, ამ შესანიშნავი დღისთვის!“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203