
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-8 კლასში გეოგრაფიის სწავლებისას ჩატარებული პროექტი - საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ევროპა და ევროპის ქვეყნები“. სასწავლო პროცესს პედაგოგი გალია ირიციანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია ცალკეული სახელმწიფოების შესახებ, ისაუბრეს მათ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ღირსშესანიშნაობებზე.
მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა რუკაზე მუშაობა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და მამოტივირებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: