„ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“ - დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ საინტერესო კონფერენცია გამართა 
28-05-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ კიდევ ერთი საინტერესო კონფერენცია წარმოადგინა თემაზე - „ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“.

„ვეფხისტყაოსანი“ არის ქართველი ერის იდენტობის უმთავრესი სიმბოლო, ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ მივეახლეთ რუსთაველს და „ვეფხისტყაოსანს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კონფერენციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

კონფერენციის მონაწილეებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი.

კონფერენციას ესწრებოდნენ: კათედრის წარმომადგენელი ლელა ერქომაიშვილი, კლასის დამრიგებლები ნაირა გურაშვილი, ნინო მახარაძე, კოლეგები და მოსწავლეთა მშობლები. 

დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიება დადებითად შეფასა - გამოითქვა სამადლობელი სიტყვები, როსთვისაც ღონისძიების ხელმძღვანელი მათ მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203