
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
პატარებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. პატარებმა უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს - ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
ეს დღე სავსე იყო სიხარულითა და დადებითი ემოციებით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლალი ბარქაია.
სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და 15 სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
„ვულოცავთ პირველკლასელებს პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ მომავალს! განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებელ ქალბატონ ლალი ბარქაიას იმ დიდი შრომისთვის, რომელიც ბავშვების განათლებასა და განვითარებაში ჩადო. ასევე დიდი მადლობა მუსიკის პედაგოგს - თინათინ ლაგვილავას გაწეული შრომისა და ბავშვებისთვის შექმნილი მხიარული და ემოციური განწყობისთვის. აღსანიშნავია სკოლის დირექტორის ქალბატონი თამარ ივარდავას როლი, რომელიც მუდამ მხარში უდგას პედაგოგებს, ბავშვებსა და მშობლებს და ზრუნავს თბილი, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.