„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე
28-05-2026

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პარლამენტში ინტერპელაციაზე კითხვებს პასუხობს, რომელთა შორისაა რეფორმის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის მოსალოდნელი შემცირებები, რაზეც მინისტრმა განმარტა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა გათავისუფლება, ისევე როგორც დასაქმება, განათლების სამინისტროს კომპეტენციას სცდება:

„რამდენი პროფესორ-მასწავლებელი, ფაკულტეტების დეკანატების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციების თანამშრომლები მოჰყვება შემცირებაში? 2026 წლის ზაფხულში 4-დან 3 წლამდე და მაგისტრატურის 2-დან 1 წლამდე სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირების საფუძველზე?“

გივი მიქანაძე: „უმაღლესი განათლების კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა, საათობრივი დატვირთვის ნორმები, საშტატო ერთეულები და თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება უნივერსიტეტების წარმომადგენლობით საბჭოს მიერ, აკადემიური საბჭოს წარდგინებით - ეს საკითხები წარმოადგენს უნივერსიტეტების ინსტიტრუციური  ავტონომიის მნიშვნელოვან კომპონენტს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.

უნივერსიტეტის ავტონომიის მნიშნელოვანი კომპონენტია საკადრო ავტონომია, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის უფლებამოსილებას, დამოუკდებლად განსაზღვროს ინსტიტუციური სტრუქტურა, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა-დასაქმება და თანამდებობრივი ანაზღაურების ოდენობა. ამავე პრინციპს იზიარებს იუნესკოც, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით დამოუკიდებლობა. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკადრო საკითხებთან დასმულ კითხვებს ჩვენს სამინისტრიოსთან კავშირი არ აქვს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203