უნივერსიტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს
28-05-2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იმყოფება და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე დასმულ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები დაფინანსდებიან 2 ძირითადი წყაროდან პირველი საბაზო დაფინანსება იქნება, ხოლო მეორე  - შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელი ეფუძნება ორ ძირითად მიმართულებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობას  და ფინანსურ ავტონომიას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ხარისხზე, შეგედებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას. 

კერძოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტები დაფინანსდებიან 2 ძირითადი წყაროდან: საბაზო დაფინანსება რომელიც განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის პროგრამების ღირებულებებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილურ ფუნქციონირებას, ინსტიტუციური მდგრადობასა და ფინანსურ მდგრადობას. ასევე მეორე მიმართულება არის, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია Performance-based budgeting-ის სახელით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან. განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან. აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო მოდელი დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ  კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიან ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტში. 

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

მასწავლებელთა ხელფასებზე, საათების შემცირებაზე, ახალ სქემასა და საკადრო უზრუნველყოფაზე მინისტრი კითხვებს პარლამენტში უპასუხებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203