
2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის დღეს, 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მე-12 კლასელისთვის დაირეკა.
კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლამ.
სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ აჟღერდა.
„ბოლო გაკვეთილი“ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად იქცა. მილოცვებმა, გულწრფელი ემოციება, ფოტოებმა და გულითადმა სურვილებმა ამ დღეს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაც გამართეს და სკოლის დამთავრება არაერთი საზეიმო ნომრით აღნიშნეს.
ახალგაზრდებს სკოლის დირექციამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დაე თქვენი სკოლის წლების ყოველი მოგონება იყოს ძალა და შთაგონება თქვენს გზაზე. დაე, ახალი შესაძლებლობები, დიდი წარმატებები და გამარჯვებები გადაიშალოს თქვენს წინ. ყველა აბიტურიენტს გილოცავთ და გისურვებთ კარგ გზას ახალი ცხოვრებისკენ“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: