ბოხვაურის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
28-05-2026

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.

სასწავლო წლის მიწურულს პატარებმა, დამრიგებლის - მაია ხავთასის ხელმძღვანელობით ლამაზი სანახაობა წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით, ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, დედაენასა და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს. 

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„გილოცავთ პატარა მერცხლებო, პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. ამ ერთი წლის განმავლობაში, თქვენ შეიყვარეთ და შეისწავლეთ ჯადოსნური ანბანი, ეზიარეთ დედა ენის უკიდეგანო სამყაროს ისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა. წინ კიდევ უამრავი ლამაზი, ფერადი და ბედნიერი წლები გელოდებათ!“,- აღნიშნა პედაგოგმა და პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203