„წინ დიდი გზა გაქვთ - იარეთ თამამად და ღირსეულად!“ - იყალთოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
28-05-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა.  ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„ჩვენო მეთორმეტეკლასელებო!

გილოცავთ სკოლის დამთავრებას — ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას!

დღეს თქვენთვის ბოლო ზარი მხოლოდ სკოლის კარს კი არ ხურავს, არამედ ახალი შესაძლებლობების, ოცნებებისა და გამარჯვებების გზას ხსნის.

გისურვებთ წარმატებას, მიზნების ასრულებას, საკუთარ თავში რწმენას და ბედნიერ მომავალს.

გახსოვდეთ, სკოლა ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც თქვენი ბავშვობა, მეგობრობა და ყველაზე თბილი მოგონებები დარჩება.

წინ დიდი გზა გაქვთ - იარეთ თამამად და ღირსეულად! სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, თქვენი სკოლა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203