იყალთოს საჯარო სკოლის პირველკლასელემა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
29-05-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პატარებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. პატარებმა უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს - ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, სიყვარულითა და დადებითი ემოციებით.

„დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო - ანბანის ზეიმი!

პატარებმა სიყვარულით, მონდომებითა და სიხარულით გვიჩვენეს, თუ როგორ შეაბიჯეს ცოდნისა და წიგნების საოცარ სამყაროში.

ანბანის თითოეული ასო მათთვის უკვე ახალი მეგობარია, რომელიც დიდ ცოდნასა და საინტერესო თავგადასავლებს გაუხსნის გზას.

ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ წარმატებებით, სითბოთი და ბედნიერი დღეებით სავსე სასკოლო ცხოვრებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203