კალის საჯარო სკოლაში მომავალ წელს მხოლოდ 2 პირველკლასელს ელიან
28-05-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. წელს სკოლაში 15-მდე მოსწავლე ყავდათ ამიტომაც სკოლაში თითოეული ბავშვი გამორჩეული და მნიშვნელოვანია, ხოლო თითოეული მათგანის წარმატება საერთო სიხარულის მიზეზია.

აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა, რომელმაც სკოლაში საკუთარი პირველი ნაბიჯები განსაკუთრებულ გარემოში გადადგა. 

სკოლის დირექტორის, რაულ გულბანი განცხადებით, მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლა უკვე ორ პირველკლასელს ელოდება. დირექტორი აღნიშნავს, რომ პატარა მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემო უცხო არ იქნება - საბავშვო ბაღი, სადაც ისინი დადიან, სწორედ სკოლის ეზოში მდებარეობს. ბავშვები უკვე ესტუმრნენ სკოლას, დაათვალიერეს გარემო და მასწავლებლებსაც გაეცნენ, რაც მათთვის ახალ ეტაპზე გადასვლას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის. 

კალის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებული მოლოდინით ელიან - სკოლაში სჯერათ, რომ პატარა სივრცეშიც შეიძლება დიდი სითბო, განათლება და ბავშვებისთვის ბედნიერი გარემო შეიქმნას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203