ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა წელს 14-მა მეთორმეტეკლასელმა წარმატებით დაასრულა
28-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა წელს 14 მეთორმეტეკლასელს დაემშვიდობა. ემოციებით სავსე „ბოლო ზარის“ შემდეგ სკოლაში უკვე მომავლის გეგმებზე, პროფესიულ არჩევანსა და ეროვნული გამოცდების მოლოდინზე საუბრობენ.

სკოლის დირექტორის, დარეჯან კვეშელავა განცხადებით, კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გეგმავს. ახალგაზრდები სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას ირჩევენ, მათ შორისაა მედიცინა, უცხოური ენები და სხვა სპეციალობები, რომლებზეც ისინი საკუთარ მომავალს უკავშირებენ.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება და ბანკეტი უკვე გვქონდა. ახლა ბავშვები მთლიანად კონცენტრირებულნი არიან გამოცდებისთვის, რათა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად წარმოაჩინონ და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ,“ - ამბობს დირექტორი.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ თითოეული კურსდამთავრებული საკუთარი შესაძლებლობებითა და მიზნებით განსაკუთრებულია. მასწავლებლებისთვის ყველაზე დიდი სიხარული კი ისაა, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და განვითარების სურვილი აქვთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203