ორღულის საჯარო სკოლაში ოჯახურ ღირებულებებს კვირეული მიეძღვნა 
28-05-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ცხოვრებისეულ ფასეულობებს ასწავლიან. 

„ოჯახის სიწმინდის“ დაცვა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და მრავლად სიკეთის მომტანი“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც  აღნიშნულ თემას, კვირეული მიეძღვნა.

22 მაისს კი სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, მოწვეულ სტუმრებთან, ორღულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარ მამა ბესარიონთან და ბატონ თორნიკე ჭიღლაძესთან ერთად.

ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „რა არის ოჯახის სიწმინდე“, რომელიც მასწავლებელმა მარინა მწყერაშვილმა წარადგინა. 

პედაგოგ ნუნუ იაშვილის ორგანიზებით, დაწყებით კლასებში, მოეწყო ნახატების გამოფენა - „რა არის ოჯახის სიწმინდე“.

სტუმრებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს „ოჯახის სიწმინდის ხატი“.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კვირეულში ჩართულ ყველა ადამიანს. 

„სკოლის დირექციის სახელით მადლობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრებისთვის, სკოლის თვითმმართველობასა და მასწავლებლებს საინტერესო ჩართულობისათვის. მადლობა სტუმრებს ჩართულობისათვის და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ყველა ოჯახს შეწეოდეს „ოჯახის სიწმინდის ხატის“ მადლი და ძალა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203