ზემოხეთის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული სამხედრო სამსახურში მიდის
28-05-2026

ჩოხატაურის მუნიციაპლიტეტის ზემოხეთის საჯარო სკოლაში წელს მხოლოდ ერთი კურსდამთავრებული ყავდათ. თუმცა სკოლისთვის „ბოლო ზარი“ განსაკუთრებულად ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. პატარა სოფლის სკოლაში, სადაც თითოეული მოსწავლის წარმატება ყველას საერთო სიხარულია, ახალგაზრდას ახალი ცხოვრების გზაზე დიდი იმედებით აცილებენ.

სკოლის დირექტორის, ერეკლე ჯიქია თქმით, კურსდამთავრებული სამხედრო სამსახურში წასვლას გეგმავს, რაც სკოლისთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი მოსწავლე სამშობლოს სამსახურს ირჩევს. ასეთი გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობასა და ღირსებასთან ასოცირდება და ამით მთელი სკოლა ვამაყობთ,“გვეუბნება დირექტორი.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203