„გაიცანი საქართველო“ - ბახვის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
28-05-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული ემოციებითა და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ამოგზაურეს“ და ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. პროექტის - „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში მოსწავლეებმა ნამდვილი ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი ექსპედიცია მოაწყვეს. ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები, ეროვნული სამოსი, ფოლკლორი და სამზარეულო, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

დარბაზში იგრძნობოდა როგორც ბავშვების მონდომება, ისე იმ სიამაყისა და სიყვარულის განცდა, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნის მიმართ გამოხატეს.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მშობლებს მხარდაჭერისთვის, ხოლო მოსწავლეებს, იმ დაუვიწყარი ემოციებისა და საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მათ ყველას აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203