„ნახვამდის პირველო კლასო“ - ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
28-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.

27 მაისს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ნახვამდის პირველო კლასო“, რომლითაც პატარებმა პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენას“, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და საინტერესო შემოქმედებითი ნომრებიც წარმოადგინეს.

ღონისძიების ბოლოს პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიგელები გადასცა და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. 

 „წარმატება, ფერადი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი პატარებს“,- აღნიშნა პედაგოგებმა და უკვე მე-2 კლასელებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203