ქარცეფის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს
28-05-2026

ახალქალაქის მუნციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები გააერთიანა.

პატარებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - შეასრულეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და მხიარული ნომრები. ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით გამოირჩეოდა.

პირველკლასელებმა წარმოაჩინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის პირველი სასწავლო წელი - ახალი მეგობრების, პირველი წარმატებებისა და საინტერესო აღმოჩენების წელიწადი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ანგინ ტიტოიანი, რომელმაც მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცა და პატარებს 15 სექტემბრამდე საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203