ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში გამართულ ვიქტორინა-კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
28-05-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეები, პედაგოგები და დამსწრე საზოგადოება ერთიანი პატრიოტული განწყობით გააერთიანა. 

ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგები: ნანა ლილუაშვილი და ბესარიონ კაკაბაძე იყვნენ.

ვიქტორინაში IX, X და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ისტორიის ცოდნის გაღრმავება, ეროვნული ღირებულებების გაცნობიერება და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება იყო.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უპასუხეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან, ეროვნულ გმირებთან და ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვებს. თითოეულ ეტაპზე იგრძნობოდა მათი მონდომება, პასუხისმგებლობა და ქვეყნის ისტორიის მიმართ პატივისცემა.

ვიქტორინამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის იდეის გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის სამშობლოს სიყვარულის გადაცემა.

დღის ბოლოს მონაწილეები სიგელებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. არსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნას აძლიერებს, არამედ მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნებისა და ერთიანობის განცდასაც აყალიბებს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203