
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და კიდევ ერთხელ გამოხატეს სამშობლოს სიყვარული.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს, გაიხსენეს თავდადებული გმირები, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე.
მოსწავლეებს მიმართა და ქვეყნის მთავარი დღესასწაული მიულოცა დირექტორმა მზია სეთურმა.
„26 მაისი - ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დღეა. ეს თარიღი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ სიამაყესთან და სიყვარულთან ასოცირდება. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოსთვის იბრძოლეს და მომავალ თაობებს თავისუფლების სიყვარული დაგვიტოვეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობა, ერთიანობა და წარმატება ჩვენს საქართველოს!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.