
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ასპარეზზე მთელმა სკოლამ გააცილა.
ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და ნათელი მომავალი უსურვა.
დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა.
ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა სკოლის დირექტორმა, მზია ჟვანიამ.
„გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას, ძვირფასო მე-12 კლასელებო!
გილოცავთ მშობლებს, მასწავლებლებსა და ჩვენი დიდი სკოლის ოჯახის თითოეულ წევრს!
დღეს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და ემოციებით სავსე დღეა! სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, ახალი მიზნები და შესაძლებლობები.
გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ მომავალს, თავდაჯერებასა და ოცნებების ახდენას.
გვიყვარხართ, ვამაყობთ თქვენით და გვჯერა თქვენი წარმატების!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: