ტყიბულის N2 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს  
29-05-2026

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ამ დღეს, ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციები დატრიალდა - პირველ კლასში „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი ნინო ჩუბინიძე სიამაყით აღავსეს. 

„ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად დიდი ძალა აქვს პირველ ნაბიჯებს, პირველ ასოებსა და პირველ წარმატებებს. სულ ცოტა ხნის წინ ეს პატარა თვალები სკოლას მორცხვად და ინტერესით სავსე შემოჰყურებდნენ… დღეს კი უკვე ამაყად კითხულობენ, წერენ, აზრებს აყალიბებენ და ცოდნის სამყაროში თავდაჯერებულად დგამენ ნაბიჯებს.

თითოეულმა ასომ მათთვის ახალი სამყაროს კარი გააღო - ზღაპრების, მეგობრობის, ოცნებებისა და მომავლისკენ მიმავალი გზის.

ანბანის გაცილება მხოლოდ ღონისძიება არ არის… ეს არის პირველი დიდი გამარჯვება პატარა ადამიანების ცხოვრებაში.

ამ დღეში ერთიანდება ბავშვების შრომა, მასწავლებლის სიყვარული და მშობლების დაუღალავი მხარდაჭერა.

დღევანდელი დღეს ყველა ბავშვმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად დიდ შესაძლებლობებს მალავს პატარა გული, როცა მას სითბოთი, რწმენითა და სიყვარულით ზრდიან.

ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ ამ ლამაზ წარმატებას!

გისურვებთ, რომ ცოდნის სიყვარული მუდამ თქვენს გულებში ცხოვრობდეს, თითოეული წიგნი ახალი თავგადასავალი იყოს თქვენთვის და სკოლაში გატარებული ყოველი დღე - ბედნიერი მოგონება“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203