საქართველოს სიყვარულითა და სიამაყის განცდით განმსჭვალული ღონისძიება ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში
28-05-2026

26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მსოფლიოს საკუთარი თავისუფალი ნება ამცნო. ამ დიდებულ დღესასწაულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა ტრადიციულად, საზეიმოდ გამოეხმაურა.

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე და დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით.

სასცენო წარმოდგენებში მოსწავლეებმა ნიჭი და ემოცია ჩააქსოვეს: სცენიდან გაჟღერდა დიდი ქართველი პოეტების უკვდავი ლექსები და მრავალხმიანი მუსიკა, დამსწრე საზოგადოებამ იხილა ბრწყინვალედ შესრულებული ქართული ცეკვა. 

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203