
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ დარეჯან ვაშაგაშვილის ხელმძღვანელობით, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
სკოლა ჩართულია „ასოციაცია-ბიოს“ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, საგაზაფხულო ინიციატივაში - „ნაბიჯი მომავალში - პროექტების გამოფენა“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი შემეცნებითი და სახალისო აქტივობა განახორციელეს.
მათ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და უკეთ გააცნობიერეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობა.
ასევე ეკოკლუბ „ჩემი ნაკვალევის“ მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო თემატური პრეზენტაცია, იმსჯელეს ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„მადლობა თითოეულ მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და მონდომება.
იხილეთ ფოტოები: