საქართველოს დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება ჩქუმის საჯარო სკოლაში
28-05-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საზეიმო სანახაობა საქართველოს ჰიმნით გახსნეს, შემდეგ ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს დღე.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს, გაიხსენეს თავდადებული გმირები, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე. 

აღსანიშნავია, რომ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. სკოლაში მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულაზ ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203