„დამოუკიდებელი საქართველო“ - ღების საჯარო სკოლაში მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ვიქტორინა მიეძღვნა
27-05-2026

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა, ამირან ლობჯანიძემ, 26 მაისისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა თემაზე - „დამოუკიდებელი საქართველო“. მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, უპასუხეს დასმულ კითხვებს და გამოავლინეს მიღებული ცოდნა. ასევე მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, მსგავსი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში:

  •  ისტორიული ცნობიერებისა და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას;
  •  თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბებას;
  •  სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტული ღირებულებების გაძლიერებას;
  •  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
  •  პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრებას.

მოსწავლეებმა ვიქტორინა ხალისითა და დიდი ინტერესით ითამაშეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნული დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203