ეროვნული სულის ზეიმი ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლაში
28-05-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის საჯარო სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა. 

სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

სამშობლოს სიყვარულითა და ისტრიის პატივისცემით განმსჭვალული მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე, მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. 

ბავშვებმა მთელი ენთუზიაზმით გადმოსცეს სამშობლოსადმი სიყვარული. წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და სპექტაკლი.

მათ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებული გმირებზე, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს ქართველი ერის სიმამაცე და თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე.

„ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და სამშობლოს სიყვარულით სავსე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203