
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „26 მაისი ჩვენი გამარჯვების ზეიმია“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ეკა იაკობიძის ხელმძრვანელობით.
სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებული გმირებზე, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს ქართველი ერის სიმამაცე და თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე. მათ ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
„ემოციური ღონისძიება გაჟღენთილი იყო ქართული სულისკვეთებით“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.