აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „საანბანო ზეიმი​“ და ღონისძიებით შეჯამებული ცოდნა 
27-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.

22 მაისს, სასწავლო წლის მიწურულს პირველკლასელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, რომელიც სომხურ და ქართულ ენებზე წარიმართა. 

„საანბანო ზეიმის“ ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებელი ასტღიკ დონაკანიანი და სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქრისტინე ზურნაჩიანი

ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203