მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებული გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის
27-05-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის ბმულის გამოყენებით: https://bit.ly/4v5O1CW
 
შეხვედრა, რომელიც დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ გამოცდას (I-IV კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები) და მათემატიკის (I-VI კლასები) საგნებს დაეთმობა, 29 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
 
მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ წერილობით დასვან შეკითხვები და ცენტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის წარმომადგენლები - თეონა ლოდია, ლევან ჩიქვინიძე და მარიამ მეტრეველი გაუძღვებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203