ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 
27-05-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი საზეიმო და თბილ გარემოში დასრულდა. 

სკოლის დირექტირის, დავით ჯაბუას ინფორმაციით, წელს სკოლაში რვა პირველკლასელი ირიცხებოდა, 4 გოგონა და 4 ბიჭი. 

პატარებისთვის ეს პერიოდი სავსე იყო ახალი აღმოჩენებით, მეგობრობითა და პირველი წარმატებებით, რაც მათ სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის. სასწავლო წლის დასრულება სკოლაში სამახსოვრო საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობა წარმოადგინეს. სიმღერებით, ცეკვებითა და სხვა სასცენო ნომრებით სასწავლო წლის ბოლო დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციეს და ხრიალეთის საჯარო სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203