
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და აქტიური ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, პირველკლასელების მიერ ბუნებისმეტყველების შესწავლისას შესრულებული კომპლექსური ბუნების მქონე დავალება თემაზე - სკოლის და სახლის ნივთები (ფერი, ფორმა მასალა).
აქტივობის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი, შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება იყო.
დავალების შესრულების პროცესში ბავშვებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით შეისწავლეს თემასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნეს ნამუშევრები, შეძლეს სხვადასხვა ნივთის ფორმისა და მასალის გარჩევა და საკუთარი იდეები საინტერესოდ წარმოადგინეს. მუშაობისას მათ შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
იხილეთ ფოტოები: