
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
სასწავლო წლის მიწურულს პირველკლასელთა მონაწილეობით „დედაენის ზეიმი“ გაიმართა.
ღონისძიებამ, რომელსაც კლასის დამრიგებელი თეა მატიაშვილი ხელმძღვანელობდა, გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაზლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი და მშობლები სიამაყით აღავსეს.
ღონისძიება კი ჰაერში ფერადი ბუშტების გაშვებითა და მასწავლებელთან გულთბილი დამშვიდობებით დაასრულეს.