
სასკოლო ექსკრუსიის დროს ბოდბის მონასტერში 10 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ ქვას დაარტყა თავი და მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. როგორც მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს, კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, გოგონას აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.