26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა პატრიოტული ღონისძიება, რომელშიც სკოლის ქართული სექტორის მე- 4 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საქართველოს დროშის ფერებში შემოსილმა მოსწავლეებმა ლამაზი სანახაობა წარმოადგინეს. ბავშვებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, ხოტბა შეასხეს საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პერფორმანსი - მოსწავლეებმა საქართველოს რუკა ააწყვეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თინათინ ბუდაღაშვილი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო