ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება
27-05-2026

2025-2026 სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიეტეტის ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციები და თბილი განწყობა იგრძნობა. სკოლაში წელს პირველი კლასი ექვსმა მოსწავლემ დაასრულა, რომლებმაც ერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი სასწავლო ეტაპი წარმატებით გაიარეს.

როგორც სკოლის დირექტორმა, ირმა გაგნიძემ აღნიშნა, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით კლასის დამრიგებელს მოსწავლეებისთვის გარე აქტივობა აქვს დაგეგმილი, პატარა პირველკლასელები დენდროლოგიურ პარკს ესტუმრებიან.

დირექტორის თქმით, ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული, სახალისო და დასამახსოვრებელი იქნება. ბუნებასთან ახლოს გატარებული დრო, მეგობრებთან ერთად შექმნილი ემოციები და პირველი სასკოლო წლის თბილი მოგონებები პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე გაჰყვებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203