
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
კურსდამთავრებულებმა სკოლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს.
მე-12 კლასელთა ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩაიწერა. მოეწყო გამოსაშვები წვეულება, რომელიც ყველაზე ლამაზი მოგონებების გახსენების დღედ იქცა. ამ დღეს მოსწავლეებისთვის დასრულდა ერთი ლამაზი ეტაპი და იწყება ახალი, აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე ცხოვრება.
სასკოლო საზოგადოება მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნათელ მომავალს უსურვებს.
„სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩაიწერა…
ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ბანკეტი სიხარულით, ემოციებითა და თბილი მოგონებებით აღნიშნეს.
ეს საღამო იყო მეგობრობის, ღიმილის, ცეკვისა და ბავშვობის ყველაზე ძვირფასი წუთების ერთად გახსენების დღე.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის ოჯახი, სადაც იქმნება ყველაზე ლამაზი მოგონებები.
ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს წარმატებით სავსე მომავალს, ბედნიერ გზასა და ყველა ოცნების ასრულებას!
გახსოვდეთ - სკოლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის!
მადლობა ყველა წევრს ერთსულოვნებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურდამთავებულთა დიდი მეგობრებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: