
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენის მიზნით კი მათი ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ინტელექტუალურ პროექტში - „ტვინების ბრძოლა“.
„ცოდნის მაძიებლებმა“ საბა მახარაძის კაპიტნობით წარმატებით იასპარეზა რამდენიმე სეზონის თამაშებში, ასახელეს თავიანთი სკოლა და მასწავლებლები. დღეს კი მოსწავლეთა მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ პედაგოგებიც.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების მხარდამჭერი მასწავლებელი სალომე ლორთქიფანიძე თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასკოლო სივრცეში ცოდნის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის ინტელექტუალურ განვითარებაში.
„ცოდნის მაძიებლებს“ მთელი წლის განმავლობაში მენტორობას უწევდა კლასის დამრიგებელი გიული გაბიტაძე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გუნდის ჩამოყალიბებასა და მომზადებაში, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენაში. მისი მხარდაჭერით გუნდმა შეძლო ცოდნის, ლოგიკისა და გუნდურობის საუკეთესო მაგალითის ჩვენება საქალაქო და რეგიონალურ ტურებზე.
„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება.
იხილეთ ფოტოები: