
ოთხმა პირველკლასელმა სიხარულით, სიმღერითა და ბავშვური ემოციებით დაასრულა სასწავლო წელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის საჯარო სკოლაში.
პირველი კლასი თითოეული ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებულია. ახალი მეგობრები, ახალი გარემო, პირველი გაკვეთილები, პირველი წარმატებები... მიუხედავად იმისა, რომ კლასში ბევრი მოსწავლე არ არის, შექმნილი გარემო კიდევ ერთხელ გახდა იმის მაგალითი, რომ ბავშვური სითბო და სიყვარული რაოდენობაზე არასოდეს არის დამოკიდებული.
აღასნიშნავია ისიც, რომ სკოლის დირექტორის, ნოდარ ჭიტაშვილის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლაში უკვე 9 მომავალი პირველკლასელია დარეგისტრირებული. ნაგობარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და პატარა მოსწავლეებთან შეხვედრის მოლოდინი კი უკვე განსაკუთრებულად იგრძნობა.