
ოზურგეთის N1 სკოლის პირველკლასელთა ხელნაკეთი „დედაენის“ წიგნები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოიფინა.
მოსწავლეთა ნამუშევრები ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ღონისძიების სხვა სტურმება დაათვალეირეს.
აღსანიშნავია, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ლაზარე, გამოვედ გარე!“ ჩატარდა. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.
საღამო ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
სკოლაში მადლობას უხდიან პირველკლასელებს და მათ ღირსეულ მშობლებს ხელნაკეთი, ულამაზესი დედა ენების შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები: