ახალი გზის დასაწყისი - თამარისის N1 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
27-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ემოციური, საზეიმო და ისტორიული დღე დადგა - სკოლის კედლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ცოდნის, მეგობრობისა და დაუვიწყარი მოგონებების სამჭედლო გახლდათ, წელს მეთორმეტეკლასელთა კიდევ ერთი გამორჩეული თაობა გააცილა.

თამარისის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი უდიდესი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. მასწავლებლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში არა მხოლოდ ცოდნას გადასცემდნენ ბავშვებს, არამედ მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ, საკუთარ აღზრდილებს გზა თბილი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით დაულოცეს.

სკოლის პედაგოგიური საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ის ღირებულებები,  განათლება და ადამიანური თვისებები, რომლებიც მოსწავლეებმა თამარისის N1 საჯარო სკოლაში შეიძინეს, მათთვის ცხოვრების გზაზე საიმედო გზამკვლევად იქცევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203