ემოციური „ბოლო ზარი“ და თაობათა ცვლა ითხვისის N1 საჯარო სკოლაში
27-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა გამოსაშვები საღამო მოეწყო. 

სკოლის ეზოსა და დარბაზში ერთმანეთს ენაცვლებოდა მხიარული მოგონებები, ამაღელვებელი ლექსები და მადლიერების გამომხატველი თბილი სიტყვები.

კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციით გადაუხადეს მადლობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, საყვარელ დამრიგებელს, დირექტორსა და მასწავლებლებს იმ ამაგისთვის, რაც მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ჩადეს.

​ღონისძიების ემოციურ კულმინაციად იქცა თაობათა შეხვედრა - სცენაზე მომავალი პირველკლასელები გამოვიდნენ, რომლებიც უფროსი მეგობრებისგან ესტაფეტის გადაბარების შემდეგ, თავიანთ პირველ მასწავლებელსა და საკლასო ოთახს გაეცნენ.

სევდიანი ცრემლებისა და დიდი სიხარულის ფონზე, მეთორმეტეკლასელებმა დადეს მყარი პირობა, რომ თავიანთი ცოდნითა და შრომით ქვეყნის უკეთეს მომავალს შექმნიან.

„ითხვისის N1საჯარო სკოლის სახელით, უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ, დიდ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203