წარსულის ექო და შეწყვეტილი ფრენა - თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები წერეთლების მუზეუმს ესტუმრნენ
27-05-2026

მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის N28 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე ჩაიწერა - მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა დაუვიწყარი სასწავლო ტური მოაწყვეს - ისინი კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმს ეწვივნენ.

მუზეუმში სტუმრობისას, თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ახლოს გასცნობოდნენ ორი გამორჩეული ქართველი მოღვაწის ცხოვრებისეულ გზას. მოზარდებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს მსოფლიო დონის აღმოსავლეთმცოდნისა და აკადემიკოსის, კოტე წერეთლის უდიდესი სამეცნიერო ღვაწლი; გარდა ამისა, გაეცნენ გამორჩეული მხატვრის, სოსო წერეთლის უნიკალურ შემოქმედებასა და მხატვრულ ხელწერას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სტუმრობა მუზეუმში, გასცდა სტანდარტული ექსკურსიის ჩარჩოებს და იქცა ცოცხალ გაკვეთილად, სადაც ბავშვებმა თვალსაჩინოდ დაინახეს ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების ისტორიული მნიშვნელობა. მათთვის მუზეუმში გატარებული დღე საოცრად ემოციური აღმოჩნდა, „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის ისტორიამ მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია - მათ შეძლეს შეხებოდნენ საქართველოს უახლესი ისტორიის იმ ეპიზოდს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ახალგაზრდულ იდეალებს უკავშირდება.

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მადლობას უხდიან მუზეუმის თანამშრომლებს თბილი მასპინძლობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორებს კვირეულის ფარგლებში ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის დაგეგმვისთვის და სკოლის დირექციას სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203