ქვეყნის სიყვარულით, სიამაყითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში
27-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნა.

26 მაისი ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი და საამაყო თარიღია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ამ დიდებული დღეს სკოლამ მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საინფორმაციო პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებმა ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები,1918 წლის 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობა და ის გზა, რომელიც საქართველომ  დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გაიარა. მათმა პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაანახა დამსწრე საზოგადოებას თუ რამდენად კარგად აცნობიერებს მომავალი თაობა თავისუფლების ფასს.  

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაწყებითი საფეხურის: მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოსა და მის გმირებზე, ხოლო მათ მიერ შესრულებულმა მელოდიურმა სიმღერებმა სასკოლო საზოგადოებას სიამაყის გრძნობა მოჰფინა.  

ამ ღონისძიებამ აჩვენა,რომ ალათუმანის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღირებულებებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203