ბარალეთის N1 საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა
27-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე კიდევ ერთი გამორჩეული და ნიჭიერი თაობა გააცილა - სკოლის კედლებში მეთორმეტეკლასელებისთვის საზეიმოდ დაირეკა ბოლო ზარი, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გამართულმა გამოსამშვიდობებელმა ღონისძიებამ კი სკოლაში უთბილესი ემოციები, მონატრების სევდა და მომავლის დიდი იმედი გააჩინა.

კურსდამთავრებულებმა დიდი სიყვარულით გაიხსენეს „ცოდნის ტაძარში“ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ის დაუვიწყარი 12 წელი, რომელიც მშობლიურ კედლებში გაატარეს.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები, წარმოადგინეს სკეტჩები, რომელთა საშუალებითაც გააცოცხლეს სასკოლო ცხოვრების საინტერესო და სახალისო ეპიზოდები და რა თქმა უნდა, არც მადლიერების სიტყვები დავიწყებიათ, რომელთა ადრესატებიც მასწავლებლები იყვნენ.

პედაგოგებმა თითოეულ კურსდამთავრებულს უსურვეს წარმატებები, ბედნიერი მომავალი და დასახული მიზნების მიღწევა.

„გზა მშვიდობისა, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო! სკოლა მუდამ იამაყებს თქვენი თითოეული წარმატებით!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203