„შპარგალკის“ გამო ახალციხეში მასწავლებელი გამოცდიდან მოიხსნა
12-07-2018
ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთერთ მასწავლებელს დამხმარე მასალა - ე.წ „შპარგაკლა“ აღმოაჩნდა, რის გამო იგი გამოცდიდან მოიხსნა. 

Etaloni.ge - სთან საუბარში მომხდარს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ადასტურებს:

„დღეს, 12 ივლისს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებდნენ. რეგისტრირებული 375 მასწავლებლიდან გამოცდაზე 214 გამოცხადდა. თუმცა, მათ შორის ერთერთი გამოცდიდან მოიხსნა. 

დაახლოებით 13:00 საათისთვის დარღვევა დაფიქსირდა, გამოცდის მიმდინარეობისას დამკვირვებელმა შენიშნა, როგორ იწერდა ერთერთი აპლიკანტი საკითხებს პატარა ფურცელზე ჩანიშნული ე.წ „შპარგალკიდან“, ამის გამო იგი გამოცდიდან მოიხსნა", – განმარტა გელა ინასარიძემ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203