სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა 13 ათასამდე შემცირდა - საჯარო სკოლებს 10 614 პედაგოგი გამოაკლდა
27-05-2026

27 მაისის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 53 587 მასწავლებელი მუშაობს - აქედან 43 401 უფროსი, 9 296 წამყვანი, 890 მენტორია. 48 188 პედაგოგი საჯარო სკოლაშია დასაქმებული, ხოლო 5 399 კერძოში, - აღნიშნული ინფორმაცია იპნ-მ მასწავლებლის სახლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

თუმცა მანამდე საქსტატი იტყობინებოდა, რომ 2025-2026 სასწვალო წლისთვის საქართველოს სკოლებში: 66 328 პედაგოგი, აქედან 58 802 საჯარო, ხოლო 7 526 კერძო სკოლაში იყო დასაქმებული.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე, სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა 12 741-ით არის შემცირებული, აქედან 10 614 მასწავლებელი საჯარო სკოლებს გამოაკლდა, ხოლო 2 127 კერძოს.

რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი პედაგოგი -  საქსტატის მონაცემები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203