ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წელი ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს 
28-05-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

I კლასის მოსწავლეები აღნიშნული ღონისძიებით ანბანს, ხოლო IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. 

„განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო ჩვენს სკოლაში. მოეწყო პირველი და მეოთხე კლასების გასაცილებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელმაც სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური გულწრფელობით გააერთიანა დამსწრე საზოგადოება“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლე.

პატარებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და სახალისო ნომრები.

პირველკლასელებისთვის ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი ნაბიჯი სასკოლო ცხოვრებაში, ხოლო მეოთხეკლასელმა საკუთარი გამოცდილება, სიყვარული და მხარდაჭერა გაუზიარეს უმცროს მეგობრებს.

„ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, ღიმილითა და დაუვიწყარი მომენტებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ საოცარი დღის შექმნისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203