
26 მაისი - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო და გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლამ შთამბეჭდავი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა მიუძღვნა.
VIII „ბ“ კლასში ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი არპინე ბდოიანი - რომელმაც შეძლო სასწავლო პროცესი ნამდვილ დღესასწაულად ექცია. მისმა პროფესიონალიზმმა, შემოქმედებითმა მიდგომამ და სახელმწიფო ენის სიყვარულმა მოსწავლეებს მისცა საშუალება წარმოეჩინათ ნიჭი და გამოეხატათ მოქალაქეობრივი პოზიცია.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები და ხაზი გაუსვეს: საქართველოს სუვერენიტეტის უზენაესობასა და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობას. ჩვენ კი დავძენთ, რომ ამ ლამაზმა დღემ მოზარდებში კიდევ მეტად გააღვივა პატრიოტიზმი.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ხალხის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც თავისუფლებას, ერთიანობასა და სამშობლოს სიყვარულს განასახიერებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.